ლეგენდარული კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანი და მისი მეუღლე, ივეტ პრიეტო უქმეებს შვილებთან ერთად იახტაზე ატარებენ. პაპარაცებმა ოჯახი მაშინ გადაიღეს, როცა იახტა საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროს მიადგა. 60 წლის მაიკლი 44 წლის მეუღლეს წყალში აგდებდა. სახალისო ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მალევე მოიცვა.
მაიკლი შავ მაისურსა და ჭრელ შორტში იყო გამოწყობილი, ივეტს კი ყვითელი საცურაო კოსტიუმი ამშვენებდა.
ცნობისთვის, წყვილს მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებს, მათ სამი შვილი ჰყავთ.