LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯორდანი ყველაზე მდიდარი პენსიონერია

32

მაიკლ ჯორდანმა დევიდ ბექჰემს გაუსწრო პენსიაზე მყოფი ყველაზე ძვირადანაზღაურებადი სპორტსმენების ჩამონათვალში.

მისი უჰაერესობა წლიურად 110 მილიონ დოლარს აკეთებს.

ჯორდანი, რომელმაც კარიერა 2003 წელს დაასრულა, გასული წლის მსგავსად ”ფორბსის” სიას ჩაუდგა სათავეში. ”ჩიკაგო ბულზის” ყოფილი მეგავარსკვლავის და ამჟამად ”შარლოტ ჰორნეტსის” მფლობელის მიერ გასულ წელს ნაშოვნი 110 მილიონი 45 მილიონით მეტია, ვიდრე ბექჰემის შემოსავალი. ”ფორბსის” პროგნოზით, გაისად ეპოქალური კალათბურთელი 30 მილიონით მეტს იშოვის, ვიდრე ვინმე სხვა.

ათეულში ჯორდანის ყოფილი მეტოქეებიც მოხვდნენ: შაკილ ონილი (22 მლნ, მე-7 ადგილი) და მეჯიქ ჯონსონი (18 მლნ, მე-10 ადგილი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები