LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ კარპენტერი: „ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება შეშფოთებას იწვევს – ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი“

156
მაიკლ კარპენტერი (1)

„ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია – ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება შეშფოთებას იწვევს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო და უხეში საგარეო ჩარევის ფონზე – კარგი ის არის, რომ ეს ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე“ – ირაკლი კობახიძე

„შეერთებული შტატები მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, მის დემოკრატიას, ამ დემოკრატიული სისტემის საფუძველი კი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ წარსულში, საქართველომ შეძლო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ერთი ადმინისტრაციისგან მეორესთვის.

„როგორც გერმანელებმა მოაშორეს „ნაციონალ-სოციალისტები“ თავის დროზე საკუთარ ქვეყანას ძალიან მარტივად და მკაცრად, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჩვენს ქვეყანას“ – ირაკლი კობახიძე

„როგორც გერმანელებმა მოაშორეს „ნაციონალ-სოციალისტები“ თავის დროზე საკუთარ ქვეყანას ძალიან მარტივად და მკაცრად, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჩვენს ქვეყანას“ – ირაკლი კობახიძე

ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შევიწროების კუთხით…

ასევე, ვნახეთ [საქართველოს] პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციასა, თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები.

ირაკლი კობახიძე: „გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით – 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, შეძლებს ომის პარტია მეორე ფრონტის გახსნას თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს“

თუმცა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს მაყურებელს ვუთხრათ, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, რა მოხდება არჩევნების დღეს. ეს არ ეხება მხოლოდ იმ ხმებზე დაკვირვებას, რომელიც საარჩევნო ყუთში მოხვდება. ეს ეხება მთლიანად ატმოსფეროს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, დაშინებას, შევიწროებას და ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს არჩევნების წინა პერიოდში,“ – განაცხადა კარპენტერმა.

მისივე თქმით, თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ეს შემაფერხებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის.

„ყველა არჩევნები გადამწყვეტია, რადგან თითოეულს დემოკრატიული სულისკვეთებით დემოკრატიული ინსტიტუტების განახლების შესაძლებლობა აქვს.

პრემიერი: მაღალი ალბათობით, 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება – ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს

ამავე პრინციპით, თუ არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, ნებისმიერი დემოკრატიული სისტემა შეიძლება დაიშალოს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუ ის, რასაც ოქტომბერში ვნახავთ, თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, მაშინ, სამწუხაროდ, ეს შემაფერხებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის.

არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ასე რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. თუმცა, ეს უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღების შეწყვეტით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროების დასრულებით და ადმინისტრაციული ძალის გამოუყენებლობით იმ დონეზე, რომ ამან აიძულოს ხალხს ხმა მისცეს [კონკრეტულ კანდიდატს].

„ეს არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და აქ არჩევანის გაკეთება მარტივია – არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალის და ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ“ – ირაკლი კობახიძე

თუ ეს ქმედებები შეწყდება, მაშინ შეგვიძლია გვქონდეს მოლოდინი, რომ არჩევნები, შესაძლოა, იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ეს ქმედებები გაგრძელდება, მაშინ პირიქით მოხდება.“ – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

„გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები… გვსურს, ვიხილოთ, რომ ის იყოს თავისუფალი და სამართლიანი! ეს საკითხი წამოვწიეთ ირაკლი კობახიძესთან“ – ჯინ შაჰინი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g