LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაიკლ როთ, როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო, არცერთ სტუმარს უკადრია, ასე ესაუბრა“ – არჩილ თალაკვაძე

232
Untitled design

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მაიკლ როთის განცხადებას, რომელმაც X-ზე დაწერა, რომ „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია“, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეხმაურება.

მაიკლ როთი: რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია, ამასთან პრობლემა ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს – ჩემს შემთხვევაში, ქართულ მართლმადიდებლობას და ისევ და ისევ ისლამს

თალაკვაძეს წერს, რომ „როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო“.

„მაიკლ როთ, როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, არ იცნობ ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა. მართლმადიდებელ ეკლესიას წამება, დარბევა და კირით გათეთრებაც კი გადაუტანია – კრიტიკა რა მოსატანია?!“ – წერს არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g