LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ შინოდას აზრით, Linkin Park-ს მომავალი არ აქვს

114

ჩესტერ ბენინგტონის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და თაყვანისმცემლები ჯერ კიდევ გაუგებრობაში არიან, რა ბედი ეწევა Linkin Park-ს, რომლის მუსიკოსებიც არამარტო მეგობრის, არამედ ფრონტმენის გარეშე დარჩნენ. დადიოდა ხმები ახალ მოწვეულ ვოკალისტზე, მაიკლ შინოდაზე, რომელმაც გავრცელებული ჭორები უარყო.

ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში შინოდამ განაცხადა, რომ ჯგუფის მომავალზე პასუხი არ აქვს, რადგან ის უბრალოდ არ არსებობს: „უცნაურია, მაგრამ რაიმე სახის კომენტარიც რომ გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს ყველა სტატიის სათაური გახდება.ხალხს სურს იცოდეს, რა იქნება შემდეგ,დამიჯერეთ, მეც მინდა ამისი ცოდნა, მაგრამ პასუხი უბრალოდ არ მაქვს“, – განაცხადა მაიკმა.

შეგახსენებთ, რომ შინოდას 2005 წლიდან აქვს ჯგუფი Fort Minor, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. . ცოტა ხნის წინ მან ახალი ალბომიც დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები