LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილი: „აი, ეს გვინდოდა, რომ „ევროვიზიაზე“ გაგვეტანა და ეს ისტორია მოგვეყოლა მუსიკით… ყურადღებაც კი არ მოგვაქციეს…“

863
page

მაიკო კაჭკაჭიშვილი გვიზიარებს მომღერალ თათია კობალაძისთვის დაწერილ სიმღერას, რომლითაც თათიას საქართველოს „ევროვიზიაზე“ წარდგენა სურდა.

„კიბო განაჩენი არ არის!

აი, ეს გვინდოდა, რომ „ევროვიზიაზე“ გაგვეტანა და ეს ისტორია მოგვეყოლა მუსიკით…

ყურადღებაც კი არ მოგვაქციეს.

თათიამ თავის ტყავზე გამოსცადა ეს გზა, გაიმარჯვა სიმსივნეზე. ახლა ამ სიმღერას მღერის და მოტივაციას აძლევს მსოფლიო ადამიანებს, ვინც სიმსივნითაა დაავადებული და იმედი საერთოდ არ აქვთ.

მნიშვნელოვანი მესიჯი გვქონდა, მაგრამ არც კი განგვიხილეს, სამწუხაროდ…

მუსიკა: ჩემია “ოლდ სქულია”, რა თქმა უნდა !!

თათია ძალიან მაგრად ასრულებს.

ტექსტი: უმაგრესი ბიბი კვაჭაძის

არანჟირება და მასტერინგი: უმაგრესი ზაზა ხუბუკელაშვილის

ბექვოკალიც მე გახლავართ.

მოუსმინეთ და ნახეთ ამ სიმღერის ვიდეოკლიპი, არ დაიზაროთ იუთუბზე შესვლა.

ვიცი, რომ ლინკის გახსნები არ გიყვართ მაგრამ გა-სხეე-ნიიით!..“

კიბო განაჩენი არ არის ‼️ აი ეს გვინდოდა რომ ევროვიზიაზე გაგვეტანა და ეს ისტორია მოგვეყოლა მუსიკით ‼️ ყურადღებაც კი არ…

Posted by Maiko Kachkachishvili on Wednesday, June 25, 2025

„გილოცავთ მსოფლიო დონის, უმაღლესი კლასის პროდუქტის შექმნას! ძალიან ბევრი დაკარგა ევროპამ, ეს სიმღერა რომ ვერ მოისმინა“ – ნინი შერმადინი თათია კობალაძის „ევროვიზიისთვის“ შექმნილ კომპოზიციას აფასებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g