LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილი: „ხუთი წელი, როცა ღრმა დეპრესიაში ვიყავი, არავინ და არაფერი მაინტერესებდა, ცხოვრებას აზრი დაკარგული ჰქონდა, ამ წლების განმავლობაშიც კი, მე ვარჩენდი ჩემს შვილებს…“

615
page

მაიკო კაჭკაჭიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი ხასიათის შესახებ საუბრობს და იხსენებს პერიოდს, როდესაც მისთვის ცხოვრებას აზრი დაკარგული ჰქონდა.

– შენს თავს რომ აკვირდები, როგორ ფიქრობ, რამდენად ძლიერი ადამიანი ხარ?

– მე გეტყვით და რამდენად ძლიერი ვარ, თქვენ გამოიტანეთ აზრი – ზოგადად, ჩემს ოჯახს, შვილებს მე ვარჩენ, ჩემს მხრებზეა ყველაფერი. ხუთი წელი, როცა ღრმა დეპრესიაში ვიყავი, არავინ და არაფერი მაინტერესებდა, ცხოვრებას აზრი დაკარგული ჰქონდა, ამ წლების განმავლობაშიც კი, მე ვარჩენდი ჩემს შვილებს. მაინც არ გავჩერებულვარ, ავდგებოდი ლოგინიდან, სიმღერებს მაინც ვწერდი და ყოველთვის ვუკეთებდი რეალიზაციას. ჩემი დაწერილი ნაწარმოები ერთადერთი ჩემი შემოსავლის წყაროა, რომელშიც ჰონორარს მიხდიან. ის ხუთი წელი, ამ ჰონორარით შევინახე ოჯახი, როცა ადამიანები იმ მდგომარეობაში, რაშიც მე ვიყავი, ფანჯრიდან ხტებიან და თქვენ გამოიტანეთ აზრი, რამდენად ძლიერი ადამიანი ვარ. შევძელი და ფანჯრიდან ხტომის მაგივრად, ინსტრუმენტთან ვჯდებოდი; მუსიკისთვის თავი არასოდეს დამინებებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო, ძვირი მიჯდებოდა, მაგრამ დეპრესია, ზოგადად, ხელოვნებას უხდება. ბევრად უფრო ღირებული ნაწარმოებები იწერება და მოკლედ, ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი, როგორც უნდა მომხდარიყო. ამ გადმოსახედიდან, მე ასე ვიტყოდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g