სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, სადაც ცნობილმა ბიზნესმენმა გელა ბარკალაიამ, რძალი სასაფლაოზე დანიშნა, კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ეხმაურება.
კაჭკაჭიშვილი კრიტიკოსების შეფასებებზე აღნიშნავს, რომ ფაქტი სასაცილო არ არის.
„რატომ დასცინით გელა ბარკალაიას? დედ-მამა, ბებია და ბაბუა რომ უყვარს და პატივს სცემს, მაგიტომ? და მათთან ერთად რომ უნდოდა ბედნიერების გაზიარება მაგიტომ?
ნეტავ, მქონდეს საშუალება მეც სამოთხედ გადავაქცევდი ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავს და ყველაფერს სასიხარულოს მათთან ერთად გავიზიარებდი!
ყველაზე მეტად მიყვარს და მეყვარება ორივე. მერე რა რომ აღარ არიან…“ – წერს კაჭკაჭიშვილი.