მაიკო კაჭკაჭიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ (7 ივლისის ნომერი) იხსენებს ხუთწლიან პერიოდს, როდესაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა:
„არ მიყვარდა დაგეგმილი ცხოვრება, მაგრამ ამ ხუთმა წელმა აბსოლუტურად შემცვალა, რადიკალურად სხვა ადამიანი ვარ. საერთოდ კავშირი აღარ მაქვს ძველ მაიკოსთან და ძველ შეცდომებთან, კი, ხუთი წელი დავკარგე, მაგრამ ღირს, რადგან ძალიან, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე და გაკვეთილები გავითავისე. ეს ყველაფერი ჩემდა სასიკეთოდ მოხდა და ახლა უკვე ბევრად დაბრძენებული, დადინჯებული და გააზრებული ვიწყებ ახალ საქმეს. არადა, მეგონა, „რასაცა გასცემ, შენია“, მაგრამ ასე არ ყოფილა. თურმე ყველაფერი არ უნდა გასცე, უნდა აზროვნებდე და ახლა სხვანაირად მოვიქცევი, სულელივით ყველას გულს აღარ გავუღებ. როცა მაიკო კარიერაში კარგად იყო, ფინანსურად – ძლიერად, მაშინ სულ მაიკოსთან ერთად იყვნენ, ახლა კი ბედნიერად დადიან ყველგან, ერთობიან და მაიკო აღარც ახსოვთ. არა უშავს, აღარც ჭირდება, მეორე სუნთქვა მეხსნება, ახალი ადამიანები შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში, ახალი კოლეგები და ჩემს სტუდიას მივაკლავ თავს…„