24 თებერვალს კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი წერდა ბიძის შესახებ, რომელსაც მისი თქმით, დახმარება სჭირდებოდა, რადგან ფეხი არ აქვს და სახლიდან გასვლას ვერ ახერხებდა.
მას შემდეგ, მაიკო კიდევ ერთხელ აქვეყნებს სტატუსს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსგან ვერანაირი დახმარება ვერ მიიღეს:
„გუშინწინ საღამოდან ვითხოვდი დახმარებას, არც მთავრობა დაგვეხმარა და არც არავინ საერთოდ :)) ისევ თავისი შვილი ჩავიდა, სამჯერ გამოაბრუნეს რიკოთიდან, მაგრამ მაინც მოახერხა. 17 საათი გზაში იყო და საბოლოოდ ააღწია მამამისთან…
ახლა ზუსტად ვიცი, რეალურად რა უპატრონო და საცოდავი ქვეყანა ვართ…“