მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც წერს, რომ ბათუმში, მისი მეგობრის დედას დაუდგინდა კორონავირუსი. აქამდე არ სჯეროდა, მაგრამ ახლა უკვე სჯერა ვირუსის არსებობის.
გთავაზობთ ცნობილი კომპოზიტორის სტატუსს:
„მეგობრებო, აქაურებო და ბათუმელებო, დღეს დაუდგინდა მეგობრის დედას და მძიმე ფორმაში. აქამდე ვღლიცინებდი, მაგრამ მართალია ეს ყველაფერი თურმე!!! ვისაც არ გჯეროდათ ჩემსავით, თქვენს საყურადღებოდ ვწერ…
ფრთხილად იყავით და მაქსიმალურად დაიცავით წესები“.