LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი ახალ მასალაზე მუშაობს

97

სანამ მაილი საირუსის თაყვანიმცემლები სულმოუთქმელად ელოდებიან მისი ახალი ალბომის Younger Now გამოსვლას, რომელიც მიმდინარე შემოდგომაზე იგეგმება, ვარსკვლავი ახალ სიმღერებზე მუშაობს. ამ დღეებში ვარსკვლავი რადიოშოუს BBC Radio 1 Live Lounge ესტუმრა, სადაც ახალ მასალაზე დეტალურად ისაუბრა.

საირუსმა აღიარა, რომ დისკის Younger Now გამოშვებისგან დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა, თუმცა ახლა იცის, რომ ამისი დრო ნამდვილად დადგა.

მიუხედავად იმისა, რომ მაილიმ ზუსტად არ იცის, როგორი იქნება მისი შემდგომი შემოქმედება, მან უკვე ჩაწერა რამდენიმე ახალი სიმღერა, რომლებიც ახალ დისკში შევა. 24 წლის ვარსკვლავი თვლის, რომ ახალი ალბომი შესაძლოა, არ იყოს იმდენად პოპულარული, როგორც მისი წინამორბედები, რადგან ის უკვე გაზრდილი და შეცვლილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები