ბიონსე მიმდინარე ტურნეს პერფორმანსით, პარიზში წარდგა. სენ-დენიში გამართულ კონცერტზე, არტისტმა პუბლიკა სიურპრიზით გააოცა.
შოუს დროს სიმღერის – II Most Wanted შესრულებისას, მას სცენაზე თვით მაილი საირუსი შეუერთდა. ტრეკი ბიონსეს ქანთრი დისკში – Cowboy Carter შედის და ის სწორედ საირუსთან დუეტია.
მომღერლებმა ერთობლივი ჩანაწერი ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად შეასრულეს. ისინი სცენაზე ერთად ასევე პირველად წარდგნენ, თუ არ ჩავთვლით 2008 წელს, როცა სხვა კოლეგებთან ერთად ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე იმღერეს. ასევე პირველად შედგა მათი თანამშრომლობა.
აღსანიშნავია, რომ სიმღერისთვის ბიონსემ და მაილი საირუსმა წლევანდელ ,,გრემიზე” ,,დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო ქანთრი პერფორმანსის” ნომინაციაში მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ ბიონსეს მერვე სტუდიური ალბომის – Cowboy Carter მხარდასაჭერი ტურნე 28 აპრილს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდება.