LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი დაქორწინდნენ (ფოტო)

7791628-0-image-a-15_1545662060923

მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა საიდუმლოდ იქორწინეს. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქსელში ვარსკვლავური წყვილის ახალი ფოტოები გავრცელდა, სადაც სიძე სმოკინგში, ხოლო პატარძალი საქორწილო კაბაშია გამოწყობილი.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთ კადრში ახალდაქორწინებულები სადღესასწაულო ტორტს ჭრიან, უკანა ფონზე კი დიდი ასოებით მის და მისტერის სიმბოლოებიანი წითელი ბუშტებიც ჩანს.

აღსანიშნავია, რომ ფოტოები ინტერნეტში 26 წლის მომღერალისა და 28 წლის მსახიობის მეგობრებმა გამოაქვეყნეს, ოფიციალური განცხადება კი ჯერჯერობით მათი მხრიდან არ გაკეთებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები