გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა საიდუმლოდ იქორწინეს. საინტერესოა, რომ წყვილის ქორწილი ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა მათი თაყვანისმცემლებისთვის. ცნობილია, რომ 26 წლის მომღერალმა და 28 წლის მსახიობმა შეუღლებისთვის შესაფერის დროდ 23 დეკემბერი მიიჩნიეს და შობამდე ერთმანეთს საკუთარი ბედი დაუკავშირეს.
აღსანიშნავია, რომ ქორწინებიდან ერთი თვის თავზე, ისინი ცოლ-ქმრის ამპლუაში პირველად ამ დღეებში, კალიფორნიაში გამართულ G’Day USA-ის ყოველწლიურ გალა-საღამოზე გამოჩნდნენ.
შეგახსენებთ, რომ მაილი საირუსისა და ლიამ ჰემსვორტის ურთიერთობა სტარტს 2009 წლის გაზაფხულიდან იღებს. მას შემდეგ მათ ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა, თუმცა საბოლოოდ ახალგაზრდებმა სიყვარულის ისტორია ბედნიერი დასასრულით დააგვირგვინეს.


