მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა საიდუმლოდ იქორწინეს. დასავლური ტაბლოიდების ცნობით, „ჰიპის“ სტილის ქორწილი მალიბუში გაიმართა და მას წყვილის უახლოესი მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ.
ინსაიდერის თქმით, მაილის თეთრი ზოლიანი კაბა ეცვა, სუფრაზე კი მხოლოდ ვეგეტარიანული საჭმელები იყო.
შეგახსენებთ, რომ წყვილი პირველად ერთად 2012 წლიდან იყო. მოგვიანებით შეყვარებულები ერთმანეთს დაშორდნენ, ხოლო 2 წლის წინ მათ რომანი განაახლეს.