ცოტა ხნის წინ მომღერალმა მაილი საირუსმა Instagram-ზე გულშემატკივრებს ახალი ინფორმაცია გაუზიარა. აღმოჩნდა, რომ ეპატაჟური მომღერალი რეჟისორი ვუდი ალენის ახალ სერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომლის წარმომდგენიც ინტერეტ-სერვისი Amazon-ია.
მაილი საირუსის გვერდზე გაჩნდა რეჟისორის პორტრეტი, რომელსაც ახლდა ემოციური კომენტარი : „ჩემს ოთახში უკვე წლებია კიდია ეს სურათი. როცა ზარი გაისმა და მე ალენთან გადაღება შემომთავაზეს, ეს იყო ნამდვილი ემოციის აფეთქება. 60-იანებო, მოვდივარ“ – წერს მომღერალი. სერიალის გადაღებები მარტში იწყება და მასში სულ 6 ეპიზოდი იქნება.