მაილი საირუსის პირადი მუსიკალური კოლექციიდან რამდენიმე ინსტრუმენტი დაიკარგა. ინსაიდერის ინფორმაციით, 26 წლის მომღერლის საწყობიდან, სადაც სხვადასხვა სახის საკრავი ინახებოდა, მძარცველებმა ახალგაზრდა ვარსკვლავის გიტარები მოიპარეს. საინტერესოა, რომ ზარალის საერთო ღირებულება 10.000 დოლარს შეადგენს.
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზარი ქურდობის ფაქტზე, პოლიციაში გვიან შევიდა. როგორც მედიასთან საუბარში შემსრულებელთან დაახლოებულმა წყარომ აღნიშნა, მაილი ფიქრობდა, რომ გიტარები საწყობიდან მისი ოჯახის რომელმე წევრმა წაიღო.
გამოძიების ინფორმაციით, ძარცვის სავარაუდო თარიღად ოქტომბერი სახელდება, რის გამოც სამართალდამცველებს კვალზე გასვლა ამ დრომდე უჭირთ.
შეგახსენებთ, რომ საირუსისთვის ბოლო პერიოდი საკმაოდ რთული იყო. ცოტა ხნის წინ, მუსიკოსმა და მისმა ბოიფრენდა, ლიამ ჰემსვორტმა, კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძრის შედეგად, მალიბუში მდებარე საცხოვრებელი სახლი დაკარგეს.
