მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი პირველად დიდი ხნის შემდეგ, კამერების ობიექტივში მოხვდნენ. ვარსკვლავური წყვილის გამოჩენამ 26 წლის მომღერლისა და 28 წლის მსახიობის თაყვანისმცემლებში ფურორი მოახდინა.
საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში ეპატაჟური შემსრულებელი ლიამს საქმროს აღარ უწოდებდა, ფანებმა კი ჩათვალეს, რომ ეს მათ შორის ურთიერთობის დასასრულს ნიშნავდა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა არტისტების პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის, რადგან შეყვარებულები პაპარაცებმა ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს გადაღებებზე მიმავალი დააფიქსირეს. ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, ისინი ხელჩაკიდებული ჩანან.
შეგახსენებთ, რომ საირუსი და ჰემსვორტი ერთმანეთს 2009 წლის გაზაფხულიდან ხვდებიან. 2012 წლის მაისში ამ უკანასკნელმა მაილის ხელი სთხოვა, თუმცა მომდევნო წლის სექტემბერში მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ისინი დაშორდნენ. მათი სიყვარულის ისტორია 2015 წლის შემოდგომაზე განახლდა, 2016 წლის იანვარში კი მაილი იმავე ბეჭდით გადაიღეს, რომლითაც ლიამმა ის 2012 წელს დანიშნა.

