დასავლური ტაბლოიდების ცნობით, მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი 4 ივლისს ლას-ვეგასში იქორწინებენ და ცერემონიას მხოლოდ წყვილის უახლოესი ადამიანები დაესწრებიან.
ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ მომხდარა, თუმცა ხმები მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ჯერ კიდევ მაისში გაჩნდა, როდესაც მაილის მამამ ქალიშვილის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის საქორწინო კაბაშია გამოწყობილი.
შეგახსენებთ, რომ საირუსი და ჰემსვორტი ერთად 2009-დან არიან, თუმცა 2013 წელს ისინი დაშორდნენ, 2016-ში კი ურთიერთობა განაახლეს.