მაილი საირუსმა ახალი დისკი „Younger Now“ გამოუშვა. ალბომის რელიზამდე რამდენიმე თვით ადრე, მომღერალმა ორი სინგლი „Malibu“ და „Younger Now“ წარმოადგინა. ამ უკანასკნელს დიდი წარმატება არ მოუპოვებია, ხოლო პირველი Billboard Hot 100-ში საკმაოდ პოპულარული გახდა.
დისკი მეექვსე სრული ნამუშევარია საირუსის დისკოგრაფიაში და მისი პროდიუსერი Oren Yoel გახდა, რომელიც ვარსკვლავთან წინა ალბომზეც მუშაობდა.
ალბომი ქანთრი-პოპის ჟანრშია შესრულებული.