LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა ქორწილის გეგმები შეცვალეს

134

Us Weekly-თვის მიცემულ ინტერვიუში, მაილისთან და ლიამთან დაახლოებულმა პირმა წყვილის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: „მათ მთელი მოგზაურობა ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ მაილიმ გადაწყვიტა, რომ ბორა-ბორაზე აღარ სურს წასვლა, თუმცა არც ახალი ადგილი შეურჩევიათ“.

შეიცვალა ქორწილის დეტალებიც – ადრე მაილის ავსტრალიის სანაპიროზე საზაფხულო ცერემონია სურდა, მაგრამ გადაიფიქრა. ამჯერად, ღონისძიება შემოდგომაზე დაგეგმეს, თუმცა როდის ან სად შედგება ქორწილი, უცნობია.

„მაილის პატარა ცერემონია სურს, ლიამს კი დიდი და ხმაურიანი – უცნობია რას მოიფიქრებენ ისინი საბოლოოდ“, – აცხადებს წყარო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები