ამ დღეებში, მედია მაილი საირუსისა და ლიამ ჰემსვორტის საიდუმლო ქორწინებაზე ალაპარაკდა. საინტერესოა, რომ ფაქტებს ის ფოტოები ამყარებდა, რომლებიც ქსელში ვარსკვლავური წყვილის მეგობრებმა გაავრცელეს, თუმცა ოფიციალური განცხადება ქორწილთან დაკავშირებით ამ დრომდე არ გაკეთებულა.
რამდენიმე საათის წინ, ბილი რეისა და ტიშ საირუსების შუათანა ქალიშვილმა ,,ინსტაგრამის” გამომწერებს ემოციური, შავ-თეთრი ფოტოები გაუზიარა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ 26 წლის მომღერალმა და 28 წლის მსახიობმა 10 წლიანი ურთიერთობა, 23 დეკემბერს დააკანონეს.
ინსაიდერი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა შემსრულებელი ყველასთვის მოულოდნელად ფეხმძიმობის გამო გათხოვდა, თუმცა მოარული ხმები მხოლოდ ჭორის დონეზე დადის.
აღსანიშნავია, რომ რჩეულზე ქორწინება ავსტრალიელმა არტისტმაც დაადასტურა. ფოტო, რომელზეც მას სმოკინგი, ხოლო მის მეუღლეს ვივიენ ვესტვუდის საქორწილო კაბა აცვია, ,,თორის” ძმამ, ,,ჩემი სიყვარული” დააწერა.
შეგახსენებთ, რომ მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი ერთმანეთს 2009 წლის გაზაფხულიდან ხვდებიან. 2012 წლის მაისში ამ უკანასკნელმა მაილის ხელი სთხოვა, თუმცა მომდევნო წლის სექტემბერში მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ისინი დაშორდნენ. მათი სიყვარულის ისტორია 2015 წლის შემოდგომაზე განახლდა, 2016 წლის იანვარში კი მაილი იმავე ბეჭდით გადაიღეს, რომლითაც ლიამმა ის 2012 წელს დანიშნა.


