მაილი საირუსი ლიამ ჰემსვორტთან გაშორებას არ ჩქარობს.
„ისინი ახლა ერთმანეთისგან ისვნებენ, რადგან პაუზა მათთვის საჭირო იყო. ცუდი ვითარებაა და არც უთანხმოების საბაბია ცოტა. განხეთქილება დაგროვდა. ორივე შეთანხმდა, რომ ცალ-ცალკე იქნებიან, მაგრამ ეს ურთიერთობის დასასრულს არ ნიშნავს” – აღნიშნავს ინსაიდერი.
ვარსკვლავურ წყვილთან დაახლოებული პირი დასძენს, რომ ამერიკელ მომღერალსა და ავსტრალიელ მსახიობს მსგავსი ვითარება სხვა დროსაც ჰქონია, თუმცა უთანხმოება ყოველთვის შერიგებით სრულდებოდა.
მაილი საირუსმა ლიამ ჰემსვორტს გოგოსთან უღალატა (ფოტო)
მაილი საირუსისა და ლიამ ჰემსვორტის დაშორების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციიდან ერთი კვირით ადრე საირუსი უცნობ გოგონასთან ერთად გადაიღეს
11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 8 თვიანი ქორწინების შემდეგ, საირუსისა და ჰემსვორტის ოჯახი დაინგრა. მათი სიყვარულის ისტორიის დასასრულზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ინტერნეტში გაჩნდა ფოტოები, რომელზეც 26 წლის შემსრულებელი ბლოგერ – კეიტლინ კარტერს კოცნის. გოგონები, ერთად, იტალიაში ისვენებდნენ.
