უეფას ტექნიკურმა დამკვირვებლებმა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლი აირჩიეს.
ფავორიტი ორი იყო: კრიშტიანო რონალდოს ტურინში გატანილი მაკრატელა „იუვენტუსის“ კარში და ახლა ფინალში „ლივერპულთან“ გარეთ ბეილის ასეთივე სტილში გატანილი გოლი.
საბოლოოდ მაინც რონალდოს გოლს მიანიჭეს უპირატესობა და სწორედ პორტუგალიელის მაკრატელა გახდა 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო გოლი.
ამათ გარდა ათეულში ასევე მოხვდნენ:
3. გონსალო იგუაინი (იუვენტუსი 2-2 ტოტენჰემი) – 1/16 ფინალი
4. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო 2-0 რომა) – ჯგუფური ეტაპი
5. ედინ ჯეკო (ჩელსი 3-3 რომა) – ჯგუფური ეტაპი
6. გარეთ ბეილი (დორტმუნდი 1-3 რეალი) – ჯგუფური ეტაპი
7. ფრედი (შახტარი 2-1 რომა) – 1/16 ფინალი
8. კევინ დე ბრუინი (სიტი 2-0 შახტარი) – ჯგუფური ეტაპი
9. ლორენცო ინსინიე (ნაპოლი 3-0 შახტარი) – ჯგუფური ეტაპი
10. კრიშტიანო რონალდო (რეალი 3-2 დორტმუნდი) – ჯგუფური ეტაპი
აი ის ხალხი, ვინც ასე გადაწყვიტა:
იეჟი ენგელი (პოლონეთი), თომას შააფი (გერმანია), მიკსუ პაატელაინენი (ფინეთი), პეტერ რუდბეკი (დანია), კრისტიან კივუ (რუმინეთი), დევიდ მოიესი (შოტლანდია).