გადაცემა “მთავარი დიაგნოზის” წამყვანები პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, უკრაინელების დასახმარებლად გაფრინდნენ.
ამის შესახებ ერთ-ერთი წამყვანის, “მედგიდის” დამფუძნებლის, სოფო ჯაფარიძის დედა, ნინა ყიფიანი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სოფო ჯაფარიძე დიდი გეგმებით და უდიდესი შემართებით წავიდა:
“მაინც წავიდა…
მთავარი დიაგნოზის პატარა, მაგრამ მაგარ გუნდთან ერთად…
ვღელავ… განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აფორიაქებულ მის შვილებს ვუყურებ, მაგრამ მაინც უბედნიერესი ვარ.
თუნდაც ერთ უკრაინელს ხომ მაინც შეუმსუბუქებს ყოფას, ერთ ადამიანს ხომ მაინც ანუგეშებს, უკრაინელ ბავშვებს (და არა მხოლოდ) საჩუქრებით ხომ გაახარებს… მათთვის სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტებს ხომ ჩაუტანს… რამდენიმე დაობლებულ პატარას ხომ ჩაიხუტებს და წუთიერად გაათბობს…
დღემდე წუხს, რომ აფხაზეთის ომის დროს სამი წლის იყო, 2008-ში ნაღრძობი ფეხით იწვა და უმოქმედოდ იყო იმ ტრაგიკულ დღეებში…
სითბოში ტელევიზორთან, სავარძელში ჯდომას და ვიშვიშს, სიცივეში საველე პირობებში შრომა არჩია.
დიდი გეგმებით და უდიდესი შემართებით წავიდა. მებრძოლი და თავისუფალი სული არასდროს ასვენებს, ასეა ბავშვობიდან. სიკეთით ევლოთ კარგ ადამიანებს”, – წერს ნინა ყიფიანი სოციალურ ქსელში.
უკრაინის საზღვარზე გამგზავრების შესახებ წერს გუნდის კიდევ ერთი ექიმი გიორგი ღოღობერიძე.
“უკრაინელების მხარდასაჭერად”, – ამ ტექსტით ფოტოს ღოღობერიძე აეროპორტიდან აქვეყნებს:
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: