ალბათ ბევრისთვის, თუმცა უფრო მეტად თინეიჯერებისთვის ბოლო პერიოდში გადაღებულ ფილმთაგან ერთ -ერთი საუკეთესო ფილმია “მაინკრაფტი”. ეს არის 2025 წლის ფენტეზი – სათავგადასავლო ფილმი რომელიც დაფუძნებულია 2011 წლის ვიდეო თამაშ მაინკრაფტზე.
ფილმში მთავარი როლი ჯეისონ მომოამ, ჯეკ ბლეკმა, ემა მაიერსმა , სებასტიან ჰანსენმა , დანიელ ბრუკსმა და ჯენიფერ კულიჯიმ მოირგეს.
ფილმზე მუშაობის პროცესში სცენარისტი და რეჟისორი რამდენჯერმე შეიცვალა. გადაღების იდეა კი 2014 წელს გაჩნდა რომლის ინიციატორიც თამაშის შემქმნელი მარკუს პერსონი იყო. მოლაპარაკებები კი კარგა ხანს მიმდინარეობდა ვორნერს ბრაზესრთნ
ფილმის ორიგინალურ მუსიკალურ ნაწილზე მარკ მოზერსბოუმ იმუშავა, ხოლო ვიზუალურ ეფექტებზე სონი ფიქჩერს იმეიჯ ვორქსმა, ამავედროს ვეტა ეფიქსმა და დიჯითლ დომეინმა.კომპოზიტორს სურდა რომ მუსიკა პერსონაჟების მოქმედებასთან ახლოს ყოფილიყო.
საუნდტრეკთა კრებული გამოვიდა 2025 წლის 28 მარტს, Water Tower Music ლეიბლის მეშვეობით.
ფილმში გამოყენებულია Jack Black-ის მიერ შესრულებული რამდენიმე ორიგინალური სიმღერა მათ შორის „I Feel Alive“.
ეს უკანასკნელი ფილმის ფრომოუშენისთვის გამოიყენეს, თუმცა ასევე გამოიყენეს სხვადასხვა მუსიკოსების ნამუშევრებიც, როგპორიცაა დერთი ჰანი, დეიგლოუ და სხვა.ამას გარდა ფილმში წარმოდგენილია Depeche Mode-ის „Just Can’t Get Enough“-ის ინსტრუმენტული ვერსია
მიუხედავად იმისა რომ კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო, 150 მილიონის ბიუჯეტით, უდიდეის 958 მილიონის მოგება ნახა , ამით კი 2025 წლის მეხუთე, ყველაზე შემოსავლიანი, ხოლო მეორე, ყველა დროის ვიდეოთამაშების ფილმად იქცა