LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაინტერესებს, ეს სხვები ვინ არიან და ველოდები სწრაფ რეაგირებას – ეკა ბესელია ფარულ ჩანაწერებზე

24852292_1486247238091137_2285789094125981392_n

“მგონია, რომ გამოძიება რასაც აკეთებს, იმაზე მეტი ინფორმაცია უნდა მქონდეს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. უმრავლესობის დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შსს-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.

„რამდენიმე გვარი მე თვითონ მივაწოდე, მითხრეს, რომ მათზეც იციან და სხვებიც იციან. მაინტერესებს, ეს სხვები ვინ არიან და ველოდები სწრაფ რეაგირებას. ეს მეთოდები იმისთვის არის გამოყენებული, რომ ვიღაცამ ამ ბრძოლას ჩამომაშოროს. გამორიცხულია, ვერავინ ამას ვერ ეღირსება!” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g