LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისში 74%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ტურისტების მზარდ მოთხოვნაზე მიუთითებს – ტურიზმი აღდგენას იწყებს

49
197040466-4004050556311563-8209833302456282985-n

Colliers International ტურიზმის სექტორის უახლეს მიმოხილვას აქვეყნებს, რომელიც 2021 წლის მონაცემებს ეხება.

„ვაკვირდებით ტურიზმის აღდგენის ტრენდს თვეების მიხედვით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა მონაცემებზე დაყრდნობით. 2021 წლის 5 თვის შედეგებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებში 87%-იანი კლება გვაქვს, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით (და 73%-იანი კლება 2020 წლის იგივე პერიოდთან შედარებით). თუმცა თუ შევხედავთ 2021 წლის მაისის თვის შედეგებს, 2020 წლის მაისთან მიმართებით, 74%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ტურისტების მზარდ მოთხოვნაზე მიუთითებს. როგორც მოგეხსენებათ, პირველი ივნისიდან გაიხსნა სახმელეთო საზღვრები ტურისტებისთვის, ასევე დასაშვები გახდა კვების ობიექტებში შაბათ-კვირას შიდა სივრცეებში საქმიანობა, რაც დამატებით მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ტურიზმის აღდგენას“, – აცხადებენ Colliers International-ში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის ტურიზმზე დამოკიდებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2019 წელს ტურიზმის სექტორის წილი საქართველოს მშპ-ში 8.1% იყო. ადგილობრივ ტურიზმს მთლიან ტურიზმში მცირე წილი აქვს და 28.5%-ს შეადგენს.

საქართველოში ტურისტები, ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან. ტურისტების რაოდენობით წამყვანი ქვეყნებია: რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები (ერთობლივად აღებული).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g