LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაისში  გელოდებით პლენარულ დარბაზში… პარლამენტში ვერ შემოგიბედავთ, გაშინებენ, ხომ ქუჩის მავნებლები?“ – თეა წულუკიანი გიორგი გახარიას

117
თეა წულუკიანი

„იცით, ქუჩაში რა კარგია? „ქუჩაში“ რაღაც ისე იძახით, თითქოს, ქუჩაში ნორმალური ადამიანები არ იდგნენ“, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მყოფმა შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს რეპლიკის საპასუხოდ განუცხადა.

წულუკიანი გახარიას: „20 ივნისის შემდეგ, კანცელარიაში გამართულ თათბირზე, გახსოვთ თუ არა, რომ გითხარით: ეს რეზინის ტყვიები რამ გამოგაყენებინათ-მეთქი?! თქვენი პასუხი იცით რა იყო? – „რა ვქნა, ჩემო თეა, ერთი ეკონომისტი კაცი ვარო“

დღევანდელ სხდომაზე, გიორგი გახარია მისი მინისტრობის დროს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის ფაქტზე დასმულ კითხვებს პასუხობდა, კითხვებს, თეა წულუკიანმა კი ის „განზრახ ცრუ ჩვენების“ მიცემაში დაადანაშაულა.

„მოგიწოდებთ, ის მაინც თქვათ: „დიდი ხანია აღარ ვარ მინისტრი, არ ვიცი, დღეს, რა ხდება“, გეუბნებით, მე, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, რომელმაც ცოტა მეტი შეიძლება ვიცოდე, ვიდრე თქვენ, ქუჩაში მდგარმა ოპოზიციამ, იმავდროულად დეპუტატმა – ვერ გავიგეთ, ფიბრიდული სტატუსი გაქვთ, რაღაცა“, – უთხრა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას, რაზეც გახარიამ განაცხადა: „იცით, ქუჩაში, რა კარგია? „ქუჩაში“ რაღაც ისე იძახით, თითქოს, ქუჩაში ნორმალური ადამიანები არ იდგნენ“.

აღნიშნული რეპლიკის საპასუხოდ, თეა წულუკიანმა თქვა:

„ქუჩაში კარგი თუ არის, ჩაიცუცქეთ და იყავით. ქუჩაში მე ვიყავი, ქუჩიდან მოვედი მე ოპოზიციაში, მაშინ, როდესაც თქვენ სად იჯექით თბილად გერმანიაში, არ ვიცი და იმ „ნაცებს“ ვებრძოდი, რომლებიც მოსაკლავად დამდევდნენ“, – თქვა თეა წულუკიანმა. აღნიშნულის საპასუხოდ, გიორგი გახარიამ თეა წულუკიანს უთხრა, რომ „ნაცები“ გვერდზე მოისვეს, რომლებსაც ახლა კომისიაში ვერ ეძახიან“.

გახარია: „როგორც „ნაცები“ იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ თქვენ – ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული“

„ვინ მოვისვით გვერდზე? მივალთ იქამდე. „ნაცებს“ რომ გაურიგდით და მიგვატოვეთ ლიდერმა, რომელსაც კარტ-ბლანში გქონდათ და მართლა ძლევამოსილი იყავით და შეგეძლოთ ეს ქვეყანა მართლა სწორ გზაზე წაგეყვანათ“, – განაცხადა წულუკიანმა, საპასუხოდ კი გახარიამ თქვა: „ახლაც შემიძლია“.

„ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები…“ – წულუკიანი გახარიას

„ვნახავთ მაგას, ვის რა შეუძლია. პარლამენტში ვერ შემოგიბედავთ, გაშინებენ, ხომ ქუჩის მავნებლები?“, – ჰკითხა წულუკიანმა გახარიას.

„თქვენ ხომ იცით, თქვენ, რომ ჩემი შეშინება თან, აი, ასე, რაღაც მოგონილი თემებით, მარტივი არ არის“,- თქვა გიორგი გახარიამ, საპასუხოდ კი თეა წულუკიანმა განაცხადა:„ჰოდა, აი, მაისში გელოდებით პლენარულ დარბაზში“.

წულუკიანი გახარიას: „ვახტანგ გომელაურისგან და სუსისგან არცერთი რჩევა არ აგიღიათ, თორემ ის კაცი ნამდვილად გეტყოდათ, რომ სპეცრაზმელის ხალხის პირისპირ დაყენება არ შეიძლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g