LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაკა ასათიანს ვერავინ უბედავს რამის თქმას, დაბულინგებას, ჭკუის სწავლებას… მეგობრებო, ნუ ახალისებ „ბულინგსო“, რაც დავწერე, ყველაზე ნაკლებად მაკას ეხება!“ – რა დაწერა ნანიკო ხაზარაძემ მაკა ასათიანის საჯარო გამოჩენის შემდეგ და როგორ გამოეხმაურნენ მას ცნობადი სახეები

4454
მაკა ასათიანი, ნანიკო ხაზარაძე

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ მაკა ასათიანის კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას აშენებს. ახალმა ქარხანამ საქართველოში სხვადასხვა დასახელების საწვავი უნდა აწარმოოს და ის გლობალურ ბაზრებზე უნდა გაყიდოს.

კომპანიის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. „ბლექ სი პეტროლიუმის“ დამფუძნებლმა, მაკა ასათიანმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მათი ტერმინალი პროდუქციის ექსპორტს 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყებს.

„მადლობა მხარდაჭერისთვის, ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა და არ მოაკლოს ჩვენს სამშობლოს მისი მფარველობა" – მაკა ასათიანი ყულევის ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე

მაკა ასათიანის კომპანია „ბლექ სი პტროლიუმი“ ყულევში სრული ციკლის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას აშენებს. კომპანიამ დღეს პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ მაკა ასათიანი ქართულ მედიასთან თითქმის აღარ ჩნდება, მისი პერსონის გარშემო კი საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდია, შესაბამისად, ამ ღონისძიებაზე მისმა გამოჩენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ ქსელში. არაერთგვაროვან შეფასებებს ჟურნალისტი ნანიკო ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუკგვერდზე“ ასეთი სახით პოსტით გამოეხმაურა:

„საინტერესო რამ გამოიკვეთა, მაკა ასათიანს ვერავინ უბედავს რამის თქმას, დაბულინგებას, ჭკუის სწავლებას და ა.შ ფოტო ილუსტრაციისთვის, მიყვარხართ“, – დაწერა ნანიკომ, რასაც არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა ამავე პოსტის კომენტარებში:

მომღერალი, ნატალია ქუთათელაძე:

„უკეთილშობილესი ადამიანია. სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია მთელი ცხოვრება!“

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია:

„ნუ ამ პოსტის მერე დააბულინგებენ. რას ერჩოდი“

ჟურნალისტი, მარიკა ბაკურაძე:

„მიყვარს, ბაბლი შერჩევითი სამართლის დოქტორად რომ გვევლინება“

ჟურნალისტი, ნინო დარასელი:

„იმიტომ არ „აბულინგებენ“, რომ მსგავსს არასდროს დაწერდა“

მოგვიანებით, ნანიკო ხაზარაძემ პოსტი განაახლა და დაწერა, რომ აქცენტი არასწორად იყო დასმული.

„აქცენტი არასწორია მეგობრებო, ნუ ახალისებ „ბულინგსო“ რაც დავწერე, ყველაზე ნაკლებად მაკას ეხება!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g