საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, 26 ოქტომბერს ბულგარეთში, „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფორუმი „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით იმართება.
როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.
