საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი მიმდინარე წლის 26-27 ივნისს შედგება.
უწყების ცნობით, ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.
