LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი ვენაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

104
მაკა ბოჭორიშვილი

3-5 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ვენაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს.

„ვენაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g