მაკა ჩიჩუა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმაზე, როგორ არ უყვარს ტრენდზე აყოლა:
„მე საერთოდ არ მიყვარს ეს ტრენდები – რამეს რომ შემოაგდებენ და უნდათ, ყველამ ისე ვაკეთოთ. ყველაზე პრიმიტულ საკითხს, ტანსაცმელს რომ ეხება საქმე, იქაც არასდროს ავყოლილვარ ტრენდებს. შილაკი და მსგავსი რამეები რომ მესმის, ძალიან მეცინება. რაც ჩემზეა მორგებული და კომფორტს მიქმნის, ყოველთვის მას ვანიჭებ უპირატესობას, იქნება ეს ჩასაცმელი, ავეჯი, დიზაინი თუ სხვა. არ მაინტერესებს ეს ტრენდული ისტერია. ინდივიდუალური ხედვა და სტილია მთავარი. ყველა სიახლიდან შეიძლება რამე გადმოიღო, შენს გემოვნებას მოარგო, თან, ის იყო, ვინც ხარ…“