LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ცინცაძე: „გამიგია აბსურდული ჭორი ჩემ შესახებ. არ მახსენდება ისეთი ჭორები, რომლებიც შეიძლება გესიამოვნოს და გაატარო…“

622
makacincadze

რაზე ჭორაობენ ქალები – ეს იყო „დღის პოსტის“ ერთ-ერთი მთავარი თემა. ამ თემაზე კი ვრცლად ისაუბრა შუადღის გადაცემის სტუმარმა, ტელეწამყვანმა მაკა ცინცაძემ

„ახლა გისმენდით და პოზიტიური ჭორი ჩემ შესახებ მე არ მახსენდება. რომ გითხრათ, რომელიმე ჭორი პოზიტიურ კონტექსტში მახსენდება, ნამდვილად არა… პირიქით, ძალიან ცუდი და ძალიან მძიმეა და საწყის ეტაპზე კიდევ უფრო მეტად განიცდი. მერე და მერე რაღაცნაირად იმუნიტეტი გიმუშავდება.

არ მიყვარს ჭორაობა და ამაში დამეთანხმებიან ჩემი მეგობრები. ერთია, არ მიყვარს ჭორაობა თავად და მეორეა, არ მიყვარს მოსმენა. თუკი ვინმესგან ჭორს ვისმენ, მის მიმართ ნეგატიური განწყობა მიჩნდება.

გამიგია აბსურდული ჭორი ჩემ შესახებ. არ მახსენდება ისეთი ჭორები, რომლებიც შეიძლება გესიამოვნოს და გაატარო.

მამაკაცების მხრიდან არის ასეთი დამოკიდებულება, რომ ჩვენ მხოლოდ მათზე ვჭორაობთ, არც უმაგისობაა, მაგრამ უფრო სხვა თემებს განვიხილავთ ხოლმე. მამაკაცებზეც ვჭორაობთ, დესერტად, მაგრამ უფრო მეტად სხვა თემებს განვიხილავთ, მაგალითად, დიეტებს, ფიტნეინსტრუქტორებს, ვინ უფრო კარგ შედეგს მოგვცემს და ა.შ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები