ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორი მაკა კვიციანი და ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი მეოთხე შვილს ელოდებიან.
ამის შესახებ მაკა კვიციანის „ინსტაგრამიდან“ გახდა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ მაკა და ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი 22-ე წელია ქორწინებაში არიან. 2023 წელს აღნიშნეს ქორწინების 20 წლის იუბილე. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს და ახლა კიდევ ერთი შვილის მშობლები გახდებიან.
მაკა კვიციანის მამა ორი მოწვევის პარლამენტარი კანდიდ კვიციანია. ხოლო დედა – დიზაინერი ნანა შუკვანია. საზოგადოებისთვის ცნობილია მაკას დაც – ბაია კვიციანი პარლამენტარია.

