LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა შალიკაშვილი: „ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი სულ დგას და ზოგადად, ცხოვრება რთულია… როცა მსახიობს რთული ყოფა აქვს, ბევრ რამეზე ფიქრი ძნელია…“

250
მაკა შალიკაშვილი

 

მაკა შალიკაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს, როდის იყო მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი.

მაკა შალიკაშვილი: 

„ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი სულ დგას და ზოგადად, ცხოვრება რთულია. უბრალოდ, არსებობს საათები, დღეები, როცა ხარ ბედნიერი და გახარებული. ერთმა უეცარმა შეხვედრამ, სატელეფონო ზარმა, ფილმის ნახვამ, კარგმა მუსიკამ და ასე შემდეგ, შესაძლოა, კარგ განწყობაზე დაგაყენოს. ჩემთან ადვილი არასოდეს არაფერი არ არის. მე საკმაოდ რთული ცხოვრება და ყოფა მაქვს. გული მწყდება, რომ ისეთი აწყობილი ცხოვრება და ყოფა არ მაქვს, რომ ჩემი საქმე მთელი არსებითა და შემართებით ვაკეთო. მიუხედავად ამისა, მაინც ვაკეთებ ამას, თუმცა, ბევრ საყოფაცხოვრებო საკითხზე მიწევს ფიქრი. როცა მსახიობს რთული ყოფა აქვს, ბევრ რამეზე ფიქრი ძნელია. ყველაფერს მე თავად ვაკეთებ და ამის ფონზე ძალიან რთულია ერთდროულად ყოფა-ცხოვრება და ამასთანავე სცენაზე დგომა. თან, ყველა ადამიანს უნდა მიაქციო ყურადღება, ყველას გაუღიმო, თავისი წილი სითბო მისცე… ეს კი რთულია იმის ფონზე, როცა სახლიდან გამოსული სულ სხვა რამეზე ფიქრობ. არადა, რომ გამოდიხარ და ადამიანი შენგან ღიმილს ელოდება, როგორ ცუდ განწყობაზე და პრობლემებშიც არ უნდა იყო, აუცილებლად უნდა გაუღიმო.

ანუ, არა მარტო სცენაზე, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც თამაში გიწევს?

არა, ეს არ არის თამაში, მე გულწრფელად ვუღიმი ყველას. უბრალოდ, ძალიან დაღლილი და თვალებდასიებული, მაგრამ ის ადამიანი ჩემგან ამ ღიმილს იმსახურებს. შესაძლოა,არ ვიყო გაღიმების ხასიათზე, მაგრამ როცა ვუღიმი ადამიანს, ეს თავად მშველის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები