მაკა ზამბახიძე პასუხობს ჟურნალ „სარკის“ (2 ივლისის ნომერი) კითხვას ბებიობასთან დაკავშირებით:
„ვფიქრობ, რომ ბებიის სტატუსი მორგებული არ მაქვს. მიქაელი 3 წლისაა და უფრო დაიკოდ აღმიქვამს. მასზე პასუხისმგებლობის აღება არ მიჭირს, ხშირად ვიტოვებ კიდეც. ფაქტობრივად, ეს ბავშვი ბებიად კი არ აღმიქვამს, არამედ დედად და დაიკოდ.
მიქაელის დაბადების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი და ახალი განცდები დაიწყო. როგორც ჩემი პატარა შვილი, ისე მყავს. სიმართლე გითხრათ, სიტყვა ბებია მეხამუშები. ჩემი სალომეს მშობიარობას დავესწარი და მიქაელი პირველად მე ავიყვანე ხელში. დედა რომ გავხდი, 19 წლის ვიყავი, ახალგაზრდა და გამოუცდელი გოგონა. შემიძლია ვაღიარო, რომ მე და სალომე ერთად გავიზარდეთ…“