LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაკდონალდსი“ – ხარისხი, ინოვაციები და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია

860
ელენე ბაღათურია

„მაკდონალდსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდია, რომლის წარმატებას მხოლოდ პროდუქტების პოპულარობა არ განაპირობებს. მომხმარებელთან ემოციური კავშირი, ხარისხის სტაბილური სტანდარტები, სწრაფი მომსახურება და მუდმივი ინოვაციები ბრენდის კონკურენტული უპირატესობის მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორ პასუხობს „მაკდონალდს საქართველო“ მომხმარებლის ცვალებად მოლოდინებს, ინარჩუნებს ხარისხს და ქმნის მომხმარებლისთვის დამატებით ღირებულებას – ამ საკითხებზე „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბაღათურია საუბრობს.

„მაკდონალდსი“ განაგრძობს ქსელის გაფართოებას და წლის ბოლოს თელავში ახალ რესტორანს ხსნის, ამით ქვეყნის მასშტაბით ქსელს 29 რესტორნამდე გაზრდის. ამჟამად კომპანია ხუთ რეგიონში 28 რესტორნით არის წარმოდგენილი. ელენე ბაღათურიას თქმით, „მაკდონალდსის“ გაფართოება მომავალ წელსაც გაგრძელდება – თბილისში რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნა იგეგმება. კომპანიისთვის ახალი ობიექტების განვითარება მხოლოდ ქსელის ზრდას არ გულისხმობს: ელენე ბაღათურიას განმარტებით, მშენებლობის პროცესში ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებიც გათვალისწინებულია.

„მაკდონალდსის“ ბოლო სიახლეებს შორისაა „ტეხას ბურგერი“, რომელიც მომხმარებლებისთვის 1 ოქტომბრიდან გახდა ხელმისაწვდომი. მასთან ერთად მომხმარებლებს ახალი სოუსები და ხრაშუნა „ქანთრი ფრი“ შესთავაზეს. ელენე ბაღათურიას განცხადებით, ახალმა პროდუქტმა მომხმარებლის მოლოდინებს გადააჭარბა, რასაც გაყიდვების შედეგებიც ადასტურებს. კომპანიის გეგმებში მომდევნო თვეებისთვის ახალი პროდუქტები, საერთაშორისო კოლაბორაციები და გლობალური კამპანიებიც შედის.

კომპანიამ სექტემბრიდან „მაქსმარტის“ პლატფორმაც დანერგა, რომელიც მომხმარებელს შედარებით ხელმისაწვდომ ფასად რამდენიმე პროდუქტის ერთობლივად შეძენის შესაძლებლობას აძლევს. შეთავაზება მოიცავს ორ ბურგერს, სასმელს, კარტოფილ ფრისა და კეტჩუპს და მისი ფასი 14,85 ლარია.

ელენე ბაღათურიას თქმით, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფასი, არამედ შეთავაზების საერთო ღირებულება და ის გამოცდილება, რომელსაც ბრენდი ქმნის. სწორედ ამიტომ, „მაკდონალდსის“ მენიუს სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კომბინირებულ შეთავაზებებს, მათ შორის „მაკმენიუს“.

სწრაფი კვების ბაზარზე კონკურენციის ზრდის პირობებში „მაკდონალდსის“ ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად კომპანია ბრენდის მიმართ მომხმარებლის ნდობას, ემოციურ კავშირსა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას მიიჩნევს.

ელენე ბაღათურიას განმარტებით, „მაკდონალდსის“ კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ პროდუქტსა და მომსახურებაში არ გამოიხატება, ის მოიცავს მთლიან სისტემას, რომელიც ხარისხის, სანდოობისა და მომხმარებლის გამოცდილების ერთიან სტანდარტს ქმნის. მისივე თქმით, „მაკდონალდსის“ მომწოდებლები საერთაშორისო მოთხოვნებსა და შესაბამის სასერტიფიკაციო პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ. კომპანია ხარისხის კომპრომისზე წასვლას არ მიიჩნევს მისაღებად და მომხმარებელს სხვადასხვა რესტორანში ერთნაირი ხარისხისა და გემოს გამოცდილებას სთავაზობს.

კომპანიისთვის მზარდი მნიშვნელობა აქვს ციფრულ მომსახურებასაც. „მაკდონალდსის“ აპლიკაციაში მომხმარებლებს შეუძლიათ წინასწარ შეუკვეთონ პროდუქტი, გამოიყენონ სხვადასხვა შეკვეთის არხი და მიიღონ მათ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებები. ელენე ბაღათურიას განცხადებით, მომხმარებლები დღეს უფრო მომთხოვნები არიან და ბრენდებისგან ხარისხთან ერთად პერსონალიზებულ კომუნიკაციასა და სოციალურ პასუხისმგებლობასაც ელიან.

„მაკდონალდს საქართველო“ მომავალშიც გეგმავს ციფრული სერვისების განვითარებას, მენიუს განახლებასა და ქსელის გაფართოებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები