LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაკდონალდსის“ „მაკდრაივის“ თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლებენ

112
page

ჩვენ ჯერ კიდევ ზაფხულში გიამბეთ, რომ შესაძლოა „მაკდონალდსის“ „დრაივზე“ თანამშრომლები რობოტებს ჩაენაცვლებინა, თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდი იყო, ახლა კი აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა.

„მაკდონალდსის“ დრაივზე თანამშრომლებს რობოტები ჩაანაცვლებენ

ამის შესახებ თავად კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპცვინსკიმ განაცხადა.

„ჩემს გონებაში IBM მაკდონალდსისთვის საუკეთესო პარტნიორია, მათ ხელოვნურ ინტელექტთან და ხმის ამომცნობ სისტემებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ“, – ამბობს ნოვატორი დირქტორი.

ცნობისთვის, კომპანია  ახალ პროექტზე უკვე იწყებს მუშაობას. სარესტორნო ქსელს სურს, რომ „მაკდრაივზე“ მომუშავე პერსონალი სრულად ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლოს, ამისთვის კომპანია IBM-თან ითანამშრომლებს.

კომპანიის თქმით, სისტემას უკვე შეუძლია შეკვეთების 80%-ის მიღება და მათი 85%-იანი სიზუსტით შევსება.

ფოტო/ვიდეო: პიცერია მზარეულის გარეშე – პარიზში უახლესი ტექნოლოგებით აღჭურვილი კვების პუნქტი გაიხსნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები