ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დარგვის აქცია გაიმართა.
საქართველოს საპატრიარქო ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ დამფუძნებლის გოჩა არონიშიძის მხარდაჭერით, ტერიტორიაზე 20-მდე ზეთისხილის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები იზრუნებენ.
„ეროვნულ სატყეო სააგენტოს საქართველოს საპატრიარქო ფონდთან „გაამწვანე საქართველო“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. დღევანდელი აქციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ხელი შევუწყოთ საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. დღეს, „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენლებთან ერთად, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დავრგეთ ზეთისხილის ნერგები. მსგავს აქტივობებს მომავალშიც აქტიურად განვახორციელებთ“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.
