LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მახათი იშოვეთ ჯობია” – შორენა ბეგაშვილი “მეფის” ძალადობაზე

2000
45191605_2034786916560321_8880031006887772160_o

ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ცოლის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობას და ამ საქმეზე მის გამოკითხვას სარკასტულად ეხმიანება.

ბეგაშვილი ვარაუდობს, რომ “სამეფო კარის თამაშების” სეზონი ჩავარდა და ახლა ის მიიწვიეს. ის “მეფის” გარემოცვას მახათის შოვნას ურჩევს.

„სამეფო კარის თამაშები. სეზონი ჩაუვარდათ და მიიწვიეს შორენა ბეგაშვილი? მე როგორც აგენტად მიგზავნილი (როგორც ამას ბოდავს “მეფის” ადვოკატი) ვაცხადებ კიდევ ერთხელ-მახათი იშოვეთ ჯობია.

p.s. გლეხის ქალი – წერს შორენა ბეგაშვილი.

 

 

“სამეფო კარის თამაშების” სიუჟეტი კი ასეთია – სამართალდამცველ ორგანოში იძიებენ საქმეს, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხება, რომელიც 2014 წლის 9 მაისს საგურამოში მოხდა. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეზე შორენა ბეგაშვილი უნდა გამოიკითხოს და შესაძლოა დადგინდეს, რომ “მეფე” სხვა ქალებზეც ძალადობდა.

ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g