უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, ჩავიდნენ ისრაელში და მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ. მისი განცხადებით, „მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მარტო არ იყო“.
„მახსენდება უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღეები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს არ იყო მარტო, ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია, თუ შეიძლება ეს სიტყვები გამოვიყენო, მსოფლიო ლიდერებისთვის არის ის, რომ ჩადით ისრაელში და მხარი დაუჭირეთ ხალხს. მე არ ვსაუბრობ რომელიმე ინსტიტუტზე, არამედ მხარი დაუჭირეთ ხალს, რომელიც ტერორისტული თავდასხმების ქვეშაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.