LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკო კვიტაიშვილი დაოჯახდა და შვილს ელოდება

3265
makokvitaishvili20345

მომღერალი და ტელეწამყვანი, მაკო კვიტაიშვილი ორსულადაა. ის მალე დედა გახდება. მან სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ ოჯახი შექმნა და სიახლეების შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

„ბავშვს ოთხ თვეში ველოდებით… მივხვდი, რომ ამ ამპლუისთვის მზად ვარ, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. შინაგანი მზაობა ასეთ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება, ყველაზე სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა. ქალისთვის ფეხმძიმობის პერიოდი რთულია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ყველაზე პოზიტიური განწყობა მაქვს. ძალიან უპრეტენზიო ორსული ვარ, არაფერი მაწუხებს, მხოლოდ მუცელი მეზრდება და ნელ-ნელა წონაში ვიმატებ…“

როგორც მაკო ამბობს, ძალიან უყვარს საოჯახო საქმეები და კერძების მომზადება, სახლში ფუსფუსებს და ბევრი ვერც კი წარმოიდგენს, რამდენი რამის გაკეთება შეუძლია შინ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g