Google-მა ახალი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც საკულტო ფილმს „მარტო სახლში“ ვიხსენებთ. ამაში კი ჩვენ ფილმის გმირები, მსახიობები მაკოლეი კალკინი და ჯო პეში გვეხმარებიან. ვიდეოში ჩანს, როგორ უყურებს ფილმის ერთ-ერთი გმირი, ბანდიტი ჰარი Google-ის წინა რგოლს. მსახიობი ჯო პეში მაკოლეი კალკინის კადრებს ცრემლმორეული იხსენებს და ნოსტალგია ეუფლება.
ამ ემოციურ ვიდეორგოლს უკვე უამრავი გამოხმაურება და მოწონება აქვს.