საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო შოუ ,,ამერიკული საშინელებათა ისტორია” მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ უკვე სერიალის ცხრა სეზონი ვიხილეთ და მე-10 სეზონის შესახებ არანაირი ინორმაცია არ გვქონდა. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, შოუს შემქმნელმა, რაიან მერფიმ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, რითიც ფარდა, მომავალი სეზონის სამსახიობო „ქასთის“ წევრების ვინაობას ახადა.
https://www.instagram.com/p/B9CSaAaJdZo/?utm_source=ig_embed
ყველასთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მე-10 სეზონში ერთ-ერთ მთავარ როლში „მარტო სახლის“ ვარსკვლავი, მაკალეი კალკინი მოგვევლინება.
მას პარტნიორობას ტელეშოუს უკვე კარგად ნაცნობი მსახიობები, სარა პოლსონი, კეტი ბეიტსი და ლილი რეიბი გაუწევენ.
„ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მე-10 სეზონის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.