LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონების სკანდალი გრძელდება – ბრიჯიტ მაკრონი ყველა ფოტოზე გაბრაზებულია

1296
მაკრონების სკანდალი გრძელდება - ბრიჯიტ მაკრონი ყველა ფოტოზე გაბრაზებულია

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების ოფიციალური ვიზიტი ვიეტნამში სკანდალით დაიწყო. მედია ააფეთქა ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ ტრაპზე ჩამოსვლამდე ბრიჯიტ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტს სახეში სილას გააწნავს. ფაქტი იმდენად რეზონანსული გამოდგა, რომ ელისეს სასახლის პრესსპიკერს განმარტების გაკეთება მოუწია, მცირე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს უსიამოვნო ინციდენტი გახლდათ და უკვე ამოიწურა.

ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს მაკრონები კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს შეხვდნენ, Van Mieu-ის ისტორიულ სასახლეში ისადილეს და ბოლოს, გვირგვინით შეამკეს ვიეტნამის გმირთა მემორიალი.

ოფიციალურ ფოტოებზე, რომელიც ამ დღეს გავრცელდა, აშკარად იგრძნობა დაძაბულობა მეუღლეებს შორის. მედიაში ყურადღებას ამახვილებენ ბრიჯიტ მაკრონის დაძაბულ სახესა და ირონიულ ღიმილზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g