LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონი: “ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ახლახან საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა”

219
BeFunky-collage (6)

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ტოკიოს ოლიმპიადაზე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძის წარმატებას ეხმაურება.

ამის შესახებ მაკრონი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

„ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ახლახან საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, სიამაყეს გრძნობს“,-წერს ემანუელ მაკრონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები