LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონი პუტინთან მორიგ დიალოგს არ გამორიცხავს

96
photo_verybig_213670

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შემდგომ მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ მან France Inter-ის ეთერში განაცხადა.

საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრამდე ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრება.

„არ გამოვრიცხავ, რომ მასთან  კიდევ ერთხელ ვისაუბრო. პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკის გავესაუბრები. მარიუპოლში ჰუმანიტარული წვდომის, მედიკამენტების ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეების გაყვანის მიზნით ეს  უნდა ვცადოთ. ვფიქრობ, არ უნდა დავნებდეთ“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, თუ პუტინთან მოლაპარაკებას შეუძლია რამდენიმე ადამიანის გადარჩენა ან სიტუაციის გაუმჯობესება, ეს უნდა გაკეთდეს. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან მოლაპარაკებების დროს მისი პოზიცია ყოველთვის იყო პირდაპირი, მომთხოვნი და გამჭვირვალე.

„მასთან მოლაპარაკებებისას არასდროს ვყოფილვარ დამთმობი ან კომპრომისის მიმცემი. თავდაპირველად, მისი მხრიდან იყო გარკვეული ჰუმანიტარული ჟესტები, მაგრამ ბოლო კვირებში – მსგავსი არაფერი“, – აღნიშნა მაკრონმა.

მისი განმარტებით, ახლა „ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იმყოფებოდეს“.

„ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, რომ ევროპულ მიწაზე ცეცხლის შეწყვეტის დღეს პუტინთან მომლაპარაკებლები და შუამავლები იყვნენ თურქეთის, ჩინეთის ან სხვა ქვეყნის პრეზიდენტები, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ, პრეზიდენტ პუტინს აღარ ვესაუბრებით“, – განაცხადა მაკრონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g